ფეხბურთი

20:22 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

დეპაის „ბარსელონაში“ ტრანსფერი 25 მილიონი დაჯდება

„ლიონისა“ და ნიდერლანდების ნაკრების შემტევი, მემფის დეპაი „ბარსელონაში“ გადასვლასთან ახლოსაა. 26 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი დაახლოებით 25 მილიონი ევრო დაჯდება - გვამცნობს La Vanguardia.

დეპაის შეძენა კატალონიელთა ახალი მთავარი მწვრთნელის, რონალდ კუმანის პირადი მოთხოვნა ყოფილა. მემფისს ის ნიდერლანდების ნაკრებშიც იძახებდა ხოლმე, როცა ნარინჯისფერებს ხელმძღვანელობდა.

დეპაის გადაბირება „მილანსაც“ სდომებია, მაგრამ „ბარსელონას“ ამბავი თითქმის გაჩარხულია.

დეპაი „ლიონში“ 2017 წლის ზაფხულში გადავიდა. ფრანგულ კლუბთან მის კონტრაქტს ყავლი 2020-21 წლების სეზონის ბოლოს გასდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111853