ფეხბურთი

17:57 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ რონალდუ ხორვატიასთან ვერ ითამაშებს

პორტუგალიის ნაკრებს კრიშტიანუ რონალდუ გამოაკლდა. 35 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო.

„იუვენტუსის“ შემტევი ხორვატიასთან სამატჩო განაცხადშიც ვერ მოხვდა, ხოლო მისი 7-ნომრიანი მაისურით სერჟიო ოლივეირა ითამაშებს, რომელიც ახლა „პორტუს“ წევრია, გასული სეზონი კი ბერძნულ პაოკ-ში გაატარა.

რონალდუს რაც შეეხება, მარჯვენა ფეხის თითში ინფექცია აქვს და მკურნალობს, ჯერ უცნობია მოახერხებს თუ არა თამაშს 8 სექტემბერს, შვედეთთან. აქვე გეტყვით, რომ პორტუგალია - ხორვატიის მატჩი დღეს თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113807