ფეხბურთი

16:50 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი "ბარსელონასთან" ერთად ისევ არ ვარჯიშობს

ლიონელ მესიმ „ბარსელონაში“ დარჩენის გადაწყვეტილება უკვე მიიღო, თუმცა ჯერ კლუბთან ერთად არ ვარჯიშობს.

მესის წინასასეზონოდ კორონავირუსის ტესტირება არ გაუვლია, ამიტომაც, გუნდს ვერ შეუერთდა და დღევანდელი ვარჯიშიც გამოტოვა. ესპანური მედია იტყობინება, რომ მესი „ბარსაში“ საწვრთნელ პროცესს ორშაბათიდან დაიწყებს.

არგენტინელმა გუშინ ოფიციალურად განაცხადა, კონტრაქტის ბოლომდე „ბლაუგრანაში“ რჩება, რადგან 700 მილიონი ევროს გადახდა შეუძლებელია. თუმცა, ხოსეპ მარია ბართომეუ და კლუბის ხელმძღვანელობა საჯაროდ გააკრიტიკა.

0.111053