ფეხბურთი

15:45 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა კვარაცხელია "რუბინში" აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის „რუბინში“ აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. კლუბის ვებგვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, რომელშიც ქართველმა შემტევმა გულშემატკივრებისგან ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

კერძოდ, როგორც ყაზანელთა ვებგვერდი იტყობინება, კვარაცხელიამ ხმების 33% მიიღო, მეორე ადგილზე დენის მაკაროვი გავიდა (31%) , ხოლო მესამეზე ოლივერ აბილდგაარდი (19%).

19 წლის შემტევმა აგვისტოში „რუბინში“ 6 მატჩში 1 საგოლე პასი მიითვალა, ერთხელ პენალტი გამოიმუშავა, ხოლო ორჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დაასახელეს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115925