ფეხბურთი

0:37 | 5.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "მილანმა" "რეალის" ფეხბურთელი იჯარით დაიმატა

იტალიურმა „მილანმა“ ესპანელი ფეხბურთელი ბრაიმ დიასი დაიმატა. ამის შესახებ „როსონერის“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

დიასი „მილანის“ ღირსებას 2020-2021 წლების სეზონში იჯარით დაიცავს, თუმცა კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება არ ექნება.

21 წლის ესპანელმა „რეალში“ 2019 წლიდან 21 თამაში ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა, მანამდე კი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა და 15 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.

0.152321