ფეხბურთი

20:23 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესი: "კლუბიდან წასვლის ერთადერთი გზა გამოსასყიდი თანხის გადახდაა, რაც წარმოუდგენელია"

არგენტინელმა ფეხბურთელმა ლიონელ მესიმ დაადასტურა, რომ "ბარსელონაში" კიდევ ერთი წელი დარჩება. სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლის სურვილის გამჟღავნების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა.

"ვფიქრობდი და დარწმუნებული ვიყავი, რომ კლუბს დავტოვებდი, პრეზიდენტი ყოველთვის მეუბნებოდა, რომ სეზონის დასრულების შემდეგ შემეძლო გადამეწყვიტა დავრჩებოდი თუ წავიდოდი. ახლა, ისინი ჩაეჭიდნენ იმ ფაქტს, რომ წასვლის სურვილი 10 ივნისამდე არ გამოვხატე. კორონავირუსმა სეზონის არია და 10 ივნისისთვის ლა ლიგაში ვიბრძოდით. და ესაა მიზეზი თუ რატომ ვაპირებ კლუბში დარჩენას. ახლა, ვაპირებ გავაგრძელო მუშაობა კლუბში, რადგან პრეზიდენტმა მითხრა, რომ ერთადერთი გზა წასვლის გამოსასყიდი თანხის 700 მილიონი ევროს გადახდაა, რაც წარმოუდგენელია." - განუცხადა მესიმ Goal-ს.

არგენტინელ ფეხბურთელს "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. შესაბამისად, ერთი წლის შემდეგ, სამხრეთამერიკელს უფლება ექნება კლუბი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110949