ფეხბურთი

17:27 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაკიტიჩი: "სევილიაში" მესისთვის ადგილი უპრობლემოდ მოიძებნება"

ესპანური „სევილიას“ ფეხბურთელმა ივან რაკიტიჩმა გუნდში მის ყოფილ თანაგუნდელ ლიონელ მესის უხმო. ხორვატი ფეხბურთელის განცხადებით, „სევილიაში არგენტინელი თავდამსხმელისთვის ადგილი უპრობლემოდ მოიძებნება.

“სასიამოვნოა იმის დანახვა, თუ როგორ ძლიერდება „სევილია“. მსურს გუნდთან ერთად მუშაობა და თუ ლიონელ მესის „ბარსელონადან“ წასვლა უნდა, აქ მისი ადგილი უპრობლემოდ მოიძებნება“, - თქვა რაკიტიჩმა goal-თან ინტერვიუში.

აქვე გეტყვით, რომ ამ წუთებში ლიონელ მესისა და „ბარსელონას“ შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. საბოლოო გადაწყვეტილება კი იმის შესახებ დარჩება თუ არა არგენტინელი კატალონიურ გრანდში, სულ მალე გახდება ცნობილი.

0.11308