ფეხბურთი

14:16 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"პარი სენ ჟერმენში" კორონავირუსის შემთხვევები გაორმაგდა

ფრანგულ „პარი სენ ჟერმენში" კორონავირუსის შემთხვევები სულ უფრო და უფრო იმატებს. ჯერ კიდევ გუშინ კლუბში COVID 19-ის 3 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რაოდენობა დღეის მდგომარეობით გაორმაგებულია.

პსჟ-მ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებაც გააკეთა, მაგრამ ინფიცირებული ფეხბურთელების გვარები კვლავ უცნობია.

„ბოლოს ჩატარებული ტესტების გათვალისწინებით გუნდში კორონავირუსის სამი დადებითი პასუხი მივიღეთ. ისინი პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა რეგულაციებს იცავენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ფრანგული მედიის ინფორმაციით, კოვიდინფექცია ნეიმარს, ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს ჰქონდათ, თუმცა ამჯერად მათ სიას მაურო იკარდი, კეილორ ნავასი და მარკინიოსი დაემატნენ.

0.113345