ფეხბურთი

0:37 | 4.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

23 ფეხბურთელით ტალინში: საქართველოს ნაკრებს ორი ნახევარმცველი გამოაკლდა

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის C დივიზიონის პირველ ტურში ესტონეთთან მატჩამდე თბილისში ბოლო ვარჯიში გამართა და დილით ტალინში 23 ფეხბურთელით გაემგზავრება.

სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, ვლადიმირ ვაისს გუნდს ორი ფეხბურთელი გამოაკლდა: გიორგი კუცია ამ დრომდე ეროვნულ გუნდთან ემზადებოდა, მაგრამ 21-წლამდე ნაკრებში გადაინაცვლა და ვასილ მაისურაძის განკარგულებაში იქნება. მეორე დანაკლისის მიზეზი ტრავმაა - ვაკო გვილია გუნდს ტალინში ვერ გაჰყვება და თბილისში გააგრძელებს მკურნალობას. არაა გამორიცხული „ლეგიას“ ნახევარმცველმა 8 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიასთან თამაში მოახერხოს.

საქართველოს ნაკრები ტალინში შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრება:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი),სოლომონ კვერკველია (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ნიკა მალი (საბურთალო, თბილისი), მამუკა კობახიძე (დინამო, ბათუმი), დავით კობოური (დინამო, თბილისი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია), გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), მურთაზ დაუშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), ნიკა კვეკვესკირი (ტობოლი, ყაზახეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, ვოლგოგრადი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, ბათუმი)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), ნიკა კაჭარავა (ანორთოსისი, კვიპროსი)

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 5 და 8 სექტემბერს, შესაბამისად ესტონეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შეხვდება. ორივე მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112835