ფეხბურთი

23:29 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ქართველების "როტორი" შესაძლოა იური სიომინმა ჩაიბაროს

ვოლგოგრადის „როტორი“, რომლის ღირსებას ქართველი ფეხბურთელები იცავენ, შესაძლოა იური სიომინმა ჩაიბაროს. რუსული მედიის ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ალექსანდრ ხაცკევიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და გამოცდილი სპეციალისტის მიწვევას გეგმავენ.

თუმცა, თავად სიომინმა, რომელიც მაისში მოსკოვის „ლოკომოტივიდან“ დაითხოვეს, ინფორმაციას ტყუილს უწოდებს:

„ცრუ ინფორმაციაა, „როტორს“ უკვე ჰყავს შესანიშნავი მწვრთნელი“, - მოკლედ თქვა სიომინმა.

შეგახსენებთ, „როტორში“ ჯანო ანანიძე, სოლომონ კვირკველია, ბექა მიქელთაძე, ზურიკო დავითაშვილი და ნიკა ყიფიანი იცავენ. ვოლგოგრადელებმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყეს და 6 ტურის შემდეგ 2 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე იმყოფებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114754