ფეხბურთი

18:50 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

კიტეიშვილი "შტურმის" ვიცე-კაპიტნად დაასახელეს

ქართველი ფეხბურთელი ოთარ კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდში დააფასეს. საქმე ის გახლავთ, რომ 24 წლის შემტევი ნახევარმცველი „შტურმის“ ვიცე-კაპიტნად აირჩიეს.

გრაცელთა სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა განაცხადა, რომ ჩვენებურს ძალიან აფასებენ და მან ეს დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილს ცოტა ხნის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა და სწორედ ამიტომ ის 5 და 8 სექტემბერში გასამართ სანაკრებო მატჩებს გამოტოვებს. რაც შეეხება „შტურმს“, ქართველმა ავსტრიული გუნდის შემადგენლობაში გასულ სეზონში, ყველა ტურნირის გათვალისწინებით 37 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლის გატანა ოახერხა.

0.112762