ფეხბურთი

14:20 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტონი კროოსი: "თუ მესი "ბარსელონადან" წავა, არ მეწყინება"

მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელა ტონი კროოსმა „ბარსელონადან“ ლიონელ მესის შესაძლო წასვლაზე კომენტარი გააკეთა. გერმანელი ფეხბურთელის თქმით, თუ კატალონიურ გუნდს ლიდერი დატოვებს, ეს მისთვის საწყენი არ იქნება.

„არამგონია, რომ „რეალში“ გადმოვიდეს, ამისთვის გამბედაობაა საჭირო. არანაირი ინფორმაცია ამის შესახებ არ მაქვს, მაგრამ თუ გუნდს დატოვებს, ვფიქრობ, პეპ გვარდიოლასთან „მანჩესტერ სიტიში“ წავა.

ეს ინფორმაცია ჩემთვის სიურპრიზი იყო. ის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და თუ ჩვენ კონკურენტს ასეთი კალიბრის ფეხბურთელი დატოვებს, რა თქმა უნდა, არ მეწყინება“, - თქვა კროოსმა.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესისა და ბარსელონას ხელმძღვანელებს შორის ურთიერთობა დაიძაბა და საქმე შესაძლოა სასამართლო დავამდე მივიდეს.

0.11392