კალათბურთი

1:51 | 3.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე შენგელიას 6 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი ცსკა-ში ჩატარებულ მესამე მატჩში

თორნიკე შენგელიამ მოსკოვის ცსკა-ში მესამე მატჩი ჩაატარა და ისევ პრესეზონის ფარგლებში, ამხანაგური. რუსული გუნდი „ხიმკის“ გაეჯიბრა და გამარჯვება არ გასჭირვებია - 99:83.

შენგელიამ საკუთარ გუნდს 6 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი და 4 ჩაჭრა შესძინა.

თორნიკემ წინა ორ მატჩში უფრო მეტი ქულა მოუტანა ცსკა-ს, ჯერ 14 და მერე - 9. შეგახსენებთ, რომ ჩვენებური რუსულ გუნდს ივლისში შეუერთდა და მოსკოველებთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

0.115243