ფეხბურთი

18:27 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ს სამ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს, ერთი ნეიმარია

„პარი სენ ჟერმენის“ სამ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს. ამის შესახებ ფრანგული გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება.

„ვადასტურებთ, რომ პსჟ-ს სამ მოთამაშეს კორონავირუსი აქვს. ფეხბურთელები ექვემდებარებიან ჯანდაცვის პროტოკოლით გათვალისწინებულ ზომებს. რამდენიმე დღეში ყველა მოთამაშესა და პერსონალს ხელახალი ტესტირება ჩაუტარდებათ“, - ნათქვამია განცხადებაში.

პსჟ-ს დაინფიცირებულ ფეხბურთელთა ვინაობა არ გაუჟღერებია, მაგრამ წამყვანი უცხოური მედია საშუალებები იტყობინებიან, რომ კორონავირუსი ნეიმარს, ანხელ დი მარიასა და ლეანდრო პარედესს აქვთ. აღსანიშნავია, რომ სამივე ფეხბურთელი შვებულებას იბიცაზე ატარებდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111535