ფეხბურთი

17:55 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი ცნობილია

იტალიის ლეგა კალჩომ სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის კალენდარი გამოაქვეყნა. დამდეგი სეზონი 19 სექტემბერს დაიწყება და პირველ ტურში განსაკუთრებით გამორჩეული დაპირისპირება გულშემატკივარს არ ელოდება, ყველაზე საინტერესოდ რომის "ლაციოსა" და ბერგამოს "ატალანტას" თამაში გამოიყურება.

ანდრეა პირლოს დებიუტი გენუის „სამპდორიასთან“ საშინაო მატჩში შედგება, ხოლო შემდეგ „იუვეს“ მიჯრით ორი რთული თამაში ექნება, „რომასთან“ (სტუმრად) და „ნაპოლისთან“ (სახლში). აღსანიშნავია, რომ "ინტერისა" და "ატალანტას" პირველი ტურის მატჩები 30 სექტემბრისთვის გადაიტანეს, მიზეზი კი ორივე კლუბისთვის სეზონის შედარებით გვიან დასრულებაა (ევროთასებზე მონაწილეობის გამო).

პირველ ტურში მილანის „ინტერი“ ფილიპო ინძაგის „ბენევენტოს“ ესტუმრება, ხოლო „მილანი“ სეზონს „ბოლონიასთან“ მატჩით გახსნის.

სერია A, I ტური

„ბენევენტო“ – „ინტერი“

„ფიორენტინა“ – „ტორინო“

„ჯენოა“ – „კროტონე“

„იუვენტუსი“ – „სამპდორია“

„ლაციო“ – „ატალანტა“

„მილანი“ – „ბოლონია“

„პარმა“ – „ნაპოლი“

„სასუოლო“ – „კალიარი“

„უდინეზე“ – „სპეცია“

„ვერონა“ – „რომა“

გამორჩეულ დაპირისპირებებს რაც შეეხება, „იუვენტუსი“ „მილანს“ მე-16 და 35-ე ტურში შეხვდება, „ინტერს“ კი მე-18 და 37-ე ტურებში. „დერბი დელა მადონინა“ მე-4 და 23-ე ტურებში გველოდება, ხოლო რომაული დერბი მე-18 და 37-ე ტურებში გაიმართება.

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111614