ფეხბურთი

15:03 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესის მამა: "ლეოს მომავალი "ბარსელონაში"? ძალიან რთული წარმოსადგენია"

რადიო შოუს El Chiringuito- ს ჟურნალისტი კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის ლიონელ მესის მამას ესაუბრა. საუბარი არგენტინელი ფეხბურთელის მომავალს და "მანჩესტერ სიტიში" შესაძლო ტრანსფერს ეხებოდა, თუმცა ხორხე მხოლოდ მოკლე პასუცებით შემოიფარგლა.

ჟურნალისტი: გადადის ლეო "მანჩესტერ სიტიში"?

ხორხე მესი: არ ვიცი.

ჟურნალისტი: თქვენ რას ფიქრობთ ამ თემაზე?

ხორხე მესი: რთულია პასუხის გაცემა.

ჟურნალისტი: დარჩენა გამორიცხულია?

ხორხე მესი: დიახ.

ჟურნალისტი: მაგრამ არის "მანჩესტერ სიტია" კარგი ვარიანტი?

ხორხე მესი: არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით.

ჟურნალისტი: პეპს უკვე ესაუბრეთ? მისი თქმით, შესაძლოა უკეთესი იყოს მესის ბარსელონაში დარჩენა.

ხორხე მესი: მე პეპთან არ მისაუბრია.

ჟურნალისტი: ნამდვილად?

ხორხე მესი: დიახ, არავისთან არ მილაპარაკია.

ჟურნალისტი: როგორ ხედავთ მესის მომავალს ბარსელონაში?

ხორხე მესი: რთულია ამაზე საუბარი. ამ ეტაპზე პასუხისგან ტავს შევიკავებ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის "ბარსელონას" დატოვება სურს. უცხოური მედიის ინფორმაციით მისი შეძენა მილანის "ინტერს" სურს, თუმცა "ნერაძურის" სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ თქვა, რომ "მან არც კი იცის საიდან მომდინარეობს ეს ჭორები".

მესის "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2021 წლამდე აქვს გაფორმებული, რომლის გაწყვეტასაც ითხოვს. მაგრამ, კატალონიური კლუბის ხელმძღვანელობისთვის ეს მიუღებელია. ამიტომ, დიდი ალბათობით, საქმე სასამართლოში გადაინაცვლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127379