ჩოგბურთი

9:31 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უშანსოდ წააგო და ამერიკის ღია პირველობას გამოეთიშა

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობაზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა. მსოფლიოს 30 ჩოგანი ავსტრალიელ ჯონ მილმენს შეხვდა და სამ სეტიან დაპირისპირებაში უსანსოდ, 1:6, 4:6, 4:6 დამარცხდა.

შეხვედრა ზუსტად 2 საათი გაგრძელდა და უპირატესობას ყველა კომპონენტში ქართველის მეტოქე ფლობდა. პირველ სეტში მილმენი განსაკუთრებულად კარგად თამაშობდა, რომელმაც ზედიზედ ორი ბრეიკი შეასრულა, 5:0 დაწინაურდა და სეტი 30 წუთში მოიგო.

გაცილებით დაძაბული გამოდგა მეორე და მესამე სეტი, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც ავსტრალიელს დარჩა და მეორე წრეში გავიდა, სადაც ამერიკელ ფრენსის ტიაფოს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდგომ ეს ბასილაშვილისთვის მეორე ტურნირი გახდათ თუმცა, როგორც ცინცინატის, ასევე ამერიკის ღია პირველობას პირველ წრეში გამოეთიშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124652