ფეხბურთი

1:42 | 2.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსი" და ლუის სუარესი პირად კონტრაქტზე შეთანხმდნენ

იტალიის მოქმედი ჩემპიონი ტურინის „იუვენტუსი“ ლუის სუარესის ტრანსფერს მიუახლოვდა. Sky Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ორივე მხარე მზადაა თანამშრომლობაზე.

აღასანიშნავია, რომ ანდრეა პირლოსთვის პრიორიტეტული „რომადან“ ედინ ჯეკოს ტრანსფერი იყო, მაგრამ ეს გარიგება ჩაშლის პირასაა და ამიტომაც, სუარესის ტრანსფერი დახურვაზე ხელმძღვანელობამ მუშაობა დაიწყო.

როგორც იტალიური წყაროები წერენ, ურუგვაელსა და „იუვენტუსს“ შორის პირად კონტრაქტზე შეთანხმება უკვე შედგა. ახლა ერთადერთი და მთავარი დეტალი დარჩა მოსაგვარებელი - სუარესმა „ბარსელონასთან“ კონტრაქტი უნდა გაწყვიტოს, რომ იტალიაში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდეს.

33 წლის ფეხბურთელს „ბლაუგრანასთან“ ხელშეკრულება 2021 წლამდე აკავშირებს. თუმცა, რონალდ კუმანმა მას უკვე აცნობა, რომ მის გეგმებში არ ჯდება. სამხრეთამერიკელმა ესპანურ გრანდში ჩატარებულ 283 თამაშში 198 გოლის გატანა შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108548