ფეხბურთი

23:27 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერის" დირექტორი: "მესის ტრანსფერი გამორიცხულია"

„ინტერის“ სპორტულმა დირექტორმა პიერო აუზილიომ მის გუნდში ლიონელ მესის ტრანსფერი გამორიცხა. იტალიელის განცხადებით, ისიც არ იცის, ეს აზრი საიდან დაიბადა.

„მე არც კი ვიცი საიდან წარმოიშვა ეს იდეები. ყველას სურს მესი, მაგრამ არსებობს რეალობა. ჩვენი რეალობაა, რომ უნდა გვქონდეს მკაფიო სატრანსფერო ფანჯარა, განსაკუთრებით შესყიდვების მხრივ“, - თქვა აუზილიომ.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონას“ დატოვება უნდა და გუნდისგან კონტრაქტის გაწყვეტას ითხოვს. გასულ სეზონში არგენტინელმა 44 მატჩში 31 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი შეასრულა.

0.108124