ფეხბურთი

20:49 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "არსენალმა" ბრაზილიელი მცველი დაიმატა

ფრანგული „ლილის“ აწ უკვე ყოფილი ფეხბურთელი გაბრიელ მაგალიაინსი კარიერას ლონდონის „არსენალში“ გააგრძელებს. ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მაგალიაინსის ტრანსფერი „არსენალს“ 26 მილიონი ევრო დაუჯდა და მასთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ბრაზილიელი „მეთოფეებში“ 6 ნომრით ითამაშებს.

მაგალიაინსმა კარიერა „ავაიში“ დაიწყო, ასევე ითამაშა ფრანგულ „ტრუასა“ და ზაგრების „დინამოში“, ხოლო სახელი „ლილში“ გაითქვა (53 მატჩი, 1 გოლი).

0.111818