ფეხბურთი

18:54 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლამ მესის "ბარსელონაში" დარჩენა ურჩია

ლიონელ მესის „მანჩესტერ სიტიში“ ტრანსფერი შესაძლოა ჩაიშალოს. Mundo Deportivo-ს ცნობით, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელობამ გაანალიზა ტრანსფერის ფინანსური დეტალები და უკან დაიხია.

კერძოდ, „სიტი“ მზად არაა, რომ მესის სანაცვლოდ გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და ამასთან არგენტინელის მიერ მოთხოვნილი მაღალი ხელფასი გაიღოს. ტრანსფერის განხორციელება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ მესი „ბარსელონასთან“ კონტრაქტს გაწყვეტს, მაგრამ ჯერჯერობით, სამხრეთამერიკელი ვარსკვლავი კლუბს ამის თაობაზე ვერ შეუთანხმდა.

გარდა ამისა, ხსენებული წყარო იტყობინება, რომ ბარსელონაში ყოფნის დროს პეპ გვარდიოლა მესის პირადად შეხვდა და კატალონურ გრანდში დარჩენა და კარიერის „კამპ ნოუზე“ დასრულება ურჩია.

შეგახსენებთ, რომ მესის „ბარსელონას“ დატოვება უნდა და გუნდთან ერთად ახალი სეზონისთვის მომზადება არ დაუწყია.

0.112711