ფეხბურთი

15:33 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოს" მარტივი გზა პლეი-ოფამდე: ქართული გუნდების პოტენციური მეტოქეები ცნობილია

დღეს უეფას შტაბ-ბინაში ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართა. შედეგად, გაირკვა ის გუნდები, რომელთაც „დინამო თბილისი“ და „ლოკომოტივი“ შეხვდებიან, ცხადია თუ მეორე საკვალიფიკაციო ეტაპს დაძლევენ. თავიდანვე ვთქვათ, რომ ორივე ქართული გუნდი მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლის შემთხვევაში სტუმრად ითამაშებს.

„დინამო“ თუ „ნომადსის“ ბარიერს გადალახავს, ფარერების საფეხბურთო კლუბ „კი კლავსიკს“ დაუპირისპირდება.

„კი კლავსიკი“ (ფარერები) – „ნომადსი“ (უელსი) / „დინამო“ (საქართველო)

რაც შეეხება „ლოკომოტივს“, თუ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი მოსკოვის „დინამოს“ დაამარცხებს, ალბანური „ტუეტასა“ და ესპანური „გრანადას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება.

„ტუეტა“ (ალბანეთი) / „გრანადა“ (ესპანეთი) – „ლოკომოტივი“ (საქართველო) / „დინამო“(რუსეთი)

მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 24 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე 17 სექტემბერს, „დინამო“ უელსში „ნომადს“ ესტუმრება, ხოლო „ლოკომოტივი“ თბილისში, მოსკოვის „დინამოს“ უმასპინძლებს.

0.100605