ფეხბურთი

2:04 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნაგატომო საფრანგეთის ლიგა 1-ში ითამაშებს

ვეტერანი იაპონელი ფეხბურთელი იუტო ნაგატომო მარსელის „ოლიმპიკში“ გადავიდა. ფრანგული გუნდის ვებგვერდის ცნობით, აზიელმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

ნაგატომო „მარსელს“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა მას შემდეგ, რაც სტამბოლის „გალათასარაისთან“ კონტრაქტი ამოეწურა.

33 წლის იაპონელი თურქულ გუნდში ბოლო სამი წელი თამაშობდა, ხოლო მანამდე „ინტერში“, „ჩეზენასა“ და „ტოკიოში“ ითამაშა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.097353