ფეხბურთი

0:34 | 1.09.2020 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ს ახალი სეზონი დადგენილ დროს დაიწყება

სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის სტარტი არ გადაიდება. საბჭომ საბოლოოდ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახალი სეზონი თავდაპირველად დადგენილ დროზე დაიწყება.

კერძოდ, 19 სექტემბერს და პირველი ტური ორ დღეზე იქნება განაწილებული (19-20 სექტემბერს). დამდეგი სეზონის ბოლო ტური 22-23 მაისს ჩატარდება.

არაა გამორიცხული, პირველ ტურში „ინტერისა“ და „ატალანტას“ მატჩები გადაიდოს, რადგან მათ ევროსარბიელზე გამოსვლა ყველაზე გვიან დაასრულეს და შესაბამისად, მზადებასაც გვიან დაიწყებს.

სერია A-ს დამდეგი სეზონის კალენდარი 2 სექტემბერს გახდება ცნობილი, ხოლო სატრანსფერო ფანჯარა 1 სექტემბრიდა 5 ოქტომბრამდე იქნება ღია.

თეგებისერია A
0.109837