ფეხბურთი

18:09 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: იმმობილემ "ლაციოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„ლაციომ“ ჩირო იმმობილეს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. როგორც „არწივების“ ვებგვერდი იტყობინება, იტალიელი გუნდში 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება.

იმმობილე „ლაციომ“ 2016 წელს დორტმუნდის „ბორუსიადან“ შეიძინა და გუნდის უდაო ლიდერად იქცა. გასულ სეზონში მან სერია A-ს ბომბარდირის ტიტული და „ოქროს ბუცი“ მოიგო (36 გოლით).

მთლიანობაში კი „ბიანკოჩელესტეს“ მაისურით ჩატარებულ 178 თამაშში 125 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123609