ფეხბურთი

3:06 | 31.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"დინამოსა" და "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები წილისყრის წინ ცნობილია

უეფამ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მონაწილე გუნდები წილისყრის წინ სხვადასხვა ჯგუფებში გადაანაწილა, რითაც სავარაუდო მეტოქეთა ჩამონათვალი შეამცირა.

შედეგად, „დინამო თბილისისა“ და თბილისის „ლოკომოტივის“ სავარაუდო მეტოქეების სია ცნობილია. აქვე გეტყვით, რომ ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა ორშაბათს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.

ჩემპიონთა ლიგიდან გადმორთული გუნდები

"დინამო თბილისის" სავარაუდო მეტოქეები

„არარატ-არმენია“ (სომხეთი), „ნომანდსი“ (უელსი), „ფოლა ეში“ (ლუქსემბურგი), „სილეკსი“ (ჩრდ. მაკედონია), „ბუდუჩნოსტი“ (მონტენეგრო), „ასტანა“ (ყაზახეთი), „დრიტა“ (კოსოვო)

მთავარი ბადე

ჯგუფი 2

განთესილი გუნდები - "ლოკომოტივის" სავარაუდო მეტოქეები

"დინამო მოსკოვი" (რუსეთი)

"გალათასარაი" (თურქეთი)

"ყაირატი" (ყაზახეთი)

განუთესავი გუნდები - *ლოკომოტივის სავარაუდო მეტოქეები ქვემოთ ჩამოთვლილი გუნდები არ არიან

"ნეფთჩი" (აზერბაიჯანი)

"ლოკომოტივი" (საქართველო)

"მაკაბი ჰაიფა" (ისრაელი) - "ზელეჟჩინარი" (ბოსნია) (ეს მატჩი კორონავირუსის გამო გადაიდო)

ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 17 სექტემბერს გაიმართება. წყვილში მასპინძელი გუნდებიც წილისყრით გამოვლინდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138623