ფეხბურთი

18:59 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლა ლიგა: მესის გამოსასყიდი თანხა, 700 მილიონი ევრო ძალაშია

ლიონელ მესი „ბარსელონადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით ვერ წავა. ლა ლიგა მედიაში ბოლო დროს გავრცლეებულ ცნობებს ოფიციალური განცხადებით პასუხობს და აღნიშნავს, რომ არგენტინელის კონტრაქტი კლუბთან დასრულებული არაა.

როგორც ლა ლიგის ვებგვერდი იტყობინება, ლიონელის სანაცვლოდ მსურველ გუნდს 700 მილიონი ევროს გადახდა მართებს, როგორც ეს კონტრაქტში გათვალისწინებული. თუმცა, თავად ფეხბურთელი თუ გადაიხდის 700 მილიონ ევროს, მაშინ კონტრაქტისგან გათავისუფლდება.

სამხრეთამერიკელის მოქმედი კონტრაქტი „ბარსასთან“ 2021 წლის 30 ივისამდეა ძალაში. არაა გამორიცხული კლუბისა და ფეხბურთელის დავა სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლომდე ან ფიფამდე მივიდეს.

შეგახსენებთ, დღეს მესი კორონავირუსის ტესტებზე არ გამოცხადდა, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონასთან“ ერთად სეზონისთვის მზადებას არ დაიწყებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117827