ფეხბურთი

11:43 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მილანი იქ უნდა დავაბრუნო, სადაც მისი ადგილია"

ზლატან იბრაჰიმოვიჩი იტალიაში დაბრუნდა და „მილანთან“ ახალი ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. შვედმა განაცხადა, რომ „როსონერი“ იქ დააბრუნოს, სადაც მისი ადგილია.

„ბედნიერი ვარ, როგორც იქნა სახლში დავბრუნდი. აქ შედეგის მოსატანად ვარ და არა თილისმის როლის შესასრულებლად. მინდა „მილანი“ იქ დავაბრუნო, სადაც უნდა იყოს. შარშანდელთან შედარებით მაქვს შესაძლებლობა, რომ სეზონი თავიდანვე დავიწყო. ფიზიკურად ძალიან კარგად ვარ და იმედია მალე სტადიონზე გულშემატკივრებიც დაბრუნდებიან“, - თქვა შვედმა.

იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ კონტრაქტს 2021 წლის 30 ივნისამდე გააფორმებს და ამ პერიოდში 7 მილიონ ევროს მიიღებს. სკანდინავიელმა შავ-წითელთა რიგებში გატარებულ ბოლო 6 თვეში 20 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109309