ავტოსპორტი

1:02 | 30.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი ისევ პოულზეა, ამჯერად სპაზე

ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთი, კარიერაში 93-ე პოულ პოზიცია ბელგიის დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლაში მოიპოვა. მან სპა ფრანკორშანის 7-კილომეტრიანი წრე 1 წუთსა და 41.252 წამში გაიარა, რაც ტრეკის რეკორდია. მსოფლიო ჩემპიონმა 0.511 წამით აჯობა თანაგუნდელ ვალტერი ბოტასს, ვისთან ერთადაც, სტარტზე მოწინავე რიგს დაიკავებს.

დანარჩენებს შორის საუკეთესო, კვლავ მაქს ფერსტაპენია, ვინც ბოტასს 0.015 წამით ჩამორჩა. სტარტზე მასთან ერთად, მეორე რიგში მისი ყოფილი თანაგუნდელი, დანიელ რიკარდო დადგება.

35 წლის ჰამილტონისთვის, ეს შვიდ რბოლაში მოპოვებული მეხუთე პოულია, რომელიც ფილმ „შავი პოანტერას“ ვარსკვლავის, ახლახანს კიბოთი გარდაცვლილი ჩედვიკ ბოშმანის ხსოვნას მიუძღვნა. ჰამილტონს სპაზე პოული უკვე ექვსჯერ აქვს მოგებული.

აღსანიშნავია, რომ „მერსედესმა“ ბელგიის კვალიფიკაციაზე უკანასკნელად გამოიყენა ძალური დანადგარის სპეციალური რეჟიმი „პარტი მოუდ“ (წვეულების რეჟიმი), რომელიც მოკლე დროში, ავტომობილს დამტებითი სიმძლავრით უზრუნველყოფს. იტალიის დიდი პრიზიდან, ამ რეჟიმის გამოყენება აკრძალულია.

მოწინავე ათეულში შესვლა, „ფერარის“ ვერცერთმა პილოტმა ვერ შეძლო. შარლ ლეკლერი (ბელგიის შარშანდელი დიდი პრიზის გამარჯვებული) და სებასტიან ფეტელი შესაბამისად, მე-13 და მე-14 შედეგებს დასჯერდნენ.

ბელგიის დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1’41.252
  2. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1’41.763
  3. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1’41.778
  4. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, რენო) 1’42.061
  5. ალექს ალბონი (ტაილანდი, რედ ბული) 1’42.264
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, რენო) 1’42.396
  7. კარლოს საინსი (ესპანეთი, მაკლარენი) 1’42.438
  8. სერხიო პერესი (მექსიკა, რეისინგ პოინტი) 1’42.532
  9. ლანს სტროლი (კანადა, რეისინგ პოინტი) 1’42.603
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1’42.657
  11. დანიილ კვიატი (რუსეთი, ალფატაური) 1’42.730
  12. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1’42.745
  13. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1’42.996
  14. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1’43.261
  15. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1’43.468
  16. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1’43.743
  17. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1’43.838
  18. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1’43.950
  19. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1’44.138
  20. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1’44.314
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.156328