ფეხბურთი

15:22 | 29.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ საუკეთესო ფეხბურთელები, მწვრთნელი და კარიერის მეტოქე დაასახელა

ყატარული „ალ-სადის“ მთავარმა მწვრთნელმა ჩავი ერნანდესმა Tyc Sports-თან დღეისთვის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. გარდა ამისა, გამოარჩია მწვრთნელი და ყველაზე რთული მეტოქე, რომელიც კარიერაშ ჰყოლია.

„საუკეთესო ნახევარმცველი კევინ დე ბრუინია, სხვა დონის მოთამაშე, ვფიქრობ, მსოფლიოში საუკეთესოა და შედარებით ახალგაზრდაცაა. მცველი? ვირჯილ ვან დაიკი მართლაც ლიდერია, რომელსაც ლიდერის უნიკალური თვისებები აქვს, ფიზიკურად ძლიერი და ტექნიკურიც. შეტევაში კილიან მბაპეს აქვს დიდი ფიზიკური შესაძლებლობები, ტექნიკურად ძალიან კარგია და ასევე ძალიან ახალგაზრდაა.

მწვრთნელებიდან პეპ გვარდიოლას დავასახელებ. მან ჩვენი სპორტი შეცვალა, აქვს ხელმძღვანელობის უნარი და ფეხბურთელებამდე ძალიან კარგად შეუძლია თავისი იდეების მიტანა.

ყველაზე ძლიერი მეტოქე? რა თქმა უნდა, მადრიდის „რეალი“ უნდა ვთქვა, ჩემს კარიერაში ყველაზე ძლიერი კონკურენტი იყო. ამ გუნდს გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს“, - თქვა ჩავიმ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115364