ჩოგბურთი

21:10 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი აშშ-ს ღია პირველობის პირველ წრეში ჯონ მილმანს დაუპირისპირდება

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ამერიკის შეერთებილი შტატების ღია პირველობის პირველ წრეში ავსტრალიელ ჯონ მილმანს დაუპირისპირდება. მსოფლიოს რეიტინგში ნიკოლოზი ამჟამად 30-ე ნომერია, ხოლო ავსტრალიელი - 43-ე.

ქართველი და ავსტრალიელი ერთმანეთს აქამდე ATP-ის ტურის ძირითად ბადეში ერთხელ შეხვდნენ - 2018 წლის პარიზის მასტერსის პირველ წრეში ბასილაშვილი გამარჯვებულად გამოცხადდა, რადგან მილმანმა თამაში ვერ შეძლო. 2016 წელს პეკინის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე წრეში ჯონმა ნიკოლოზი 6:7, 6:1, 6:4 დაამარცხა, ხოლო რაანანას ჩელენჯერზე 2015 წელს ბასილაშვილმა პირველ რაუნდში მოუგო ჯონს და საბოლოოდ ნიკოლოზი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

გასულ წელს ბასილაშვილმა აშშ-ს ღია პირველობაზე ორი მატჩი მოიგო და მესამე წრეში გერმანელ დომინიკ კოეპფერთან დამარცხდა. იმ შემთხვევაში თუ ბასილაშვილი მილმანს მოუგებს შემდეგ წრეში ფრენსის ტიაფოს და ანდრეას სეპის შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106689