ფეხბურთი

19:33 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაგუაირი: "ფეხებში მირტყამდნენ და მეშინოდა, რომ მომკლავდნენ"

„მანჩესტერ იუნაიტედის“კაპიტანმა ჰარი მაგუაირმა საბერძნეთის კუნძულ მიკინოსზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ისაუბრა. ინგლისელი ფეხბურთელი ძალადობრივი საქციელის, პოლიციის მოქრთამვისა და შეურაცხყოფისთის საბერძნეთის სასამართლოდ დანმაშავედ სცნო.

თუმცა, მაგუაირი BBC-სთან ამბობს, რომ ბერძენმა პოლიციელებმა ის სცემეს და ფეხებში ურტყამდნენ, რომ ფეხბურთი ვეღარ ეთამაშა.

„ვიცი რაც მოხდა, არ ვფიქრობ, რომ ვინმეს ბოდიში უნდა მოვუხადო, ბოდიშს მაშინ იხდი, როდესაც რაღაც შეცდომას უშვებ. არავის ვუსურვებ ამას, მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს გუნდში ვთამაშობ, კლუბი და გულშემატკივრები ასეთ მდგომარეობაში ჩავაყენე, ამიტომ ვწუხვარ, მაგრამ ცუდი არაფერი გამიკეთებია. ფეხებში მირტყამდნენ, პანიკაში ვიყავი და მეშინოდა, რომ მოვკვდებოდი. ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი აღმოჩნდეს. ვიცი რა მოხდა იმ ღამით და მჯერა სიმართლე გაირკვევა“, - განაცხადა მაგუაირმა.

ინგლისელ ფეხბურთელს სამშაბათს 21-თვით და 10 დღით პირობითი სასჯელი შეეფარდა, მაგრამ შემდეგ მან გაასაჩივრა და ხელახალი სასამართლო მოსმენა დაინიშნა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111557