ფეხბურთი

16:25 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მაკარიძის თურქეთში ტრანსფერი საბოლოოდ გადაწყდა

საქართველოს ნაკრების მეკარის, გიორგი მაკარიძის „ერზურუმსფორში“ ტრანსფერი მხოლოდ დროის საკითხია. სეტუბალის „ვიტორიას“ ქართველი კიპერის ადვილად დათმობა არ სურდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო პრიმეირა ლიგიდან ქვედა ლიგაში დააქვეითეს.

შედეგად, მაკარიძის შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს და თურქეთში მისი ტრანსფერის დაბრკოლებაც აღარ არსებობს.

ქართველმა ფეხბურთელმა თურქული გუნდის პრეზიდენტ ჰუსეინ იუნეშს ტრანსფერზე თანხმობა განუცხადა და შაბათ-კვირას მას ერზურში ელოდებიან.

შეგახსენებთ, მაკარიძემ პორტუგალიის პრიმერა ლიგის გასულ სეზონში 32-ჯერ ითამაშა და 13-ჯერ კარი მშრალად შეინახა. „ერზურმსფორს“ რაც შეეხება, თურქეთის სუპერლიგაში გაატარებს დამდეგ სეზონს და ქართველი მეკარე ბოსნიელი იბრაჰიმ შეჰიჩის შემცვლელად მოიაზრება, რომელიც ლევან შენგელიას „ქონიასფორში“ გადავიდა.

0.114645