ფეხბურთი

2:00 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ამერიკელი ახალწვეული ჰყავს, ფეხბურთელი უკვე ტურინშია

ტურინის „იუვენტუსმა“ არტურ მელოს შემდეგ მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში მეორე ახალწვეული დაიმატა. გელზენკირხენის „შალკესა“ და აშშ-ს ნაკრების ნახევარმცველი ვესტონ მაკკენი.

21 წლის ფეხბურთელი ტურინში უკვე ჩავიდა, სამედიცინო შემოწმებას პარასკევს გაივლის შემდეგ კონტრაქტსაც გააფორმებს. მაკკენი „იუვეს“ 1-წლიანი იჯარით შეუერთდება და იტალუურ გრანდს მისი გამოსყიდვა 18 მილიონ ევროდ შეეძლება.

ვესტონ მაკკენის აშშ-ს ნაკრებში 19-ჯერ უთამაშია და 6 გოლი გაიტანა. რაც შეეხება „შალკეს“, „ხუმარების“ ღირსებას 2016 წლიდან იცავდა 91 თამაშში 5 გოლი მიითვალა.

0.113617