ფეხბურთი

1:24 | 28.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინიმ იტალიის ნაკრებში 37 ფეხბურთელი გამოიძახა

იტალიის ნაკრების შემადგენლობა ერთა ლიგის მატჩებისთვის ცნობილია. რობერტო მანჩინიმ გაფართოებულ შემადგენლობას უხმო და მასში 38(!) ფეხბურთელი შეიყვანა.

„სკუადრა აძურა“ უახლოესი ორი მატჩისთვის ასეთი შემადგენლობით მოემზადება:

მეკარეები: ალესიო კრანიო (კალიარი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), ალექს მერეტი (ნაპოლი), სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: ფრანჩესკო აჩერბი (ლაციო), ალესანდრო ბასტონი (ინტერი), კრისტიანო ბრაგი (ინტერი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), მატია კალდარა (ატალანტა), ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), დანილო დ’ამბროზიო (ინტერი), ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), ალესანდრო ფლორენცი (რომა), ჯანლუკა მანჩინი (რომა), ლუკა პელეგრინი (იუვენტუსი), ლეონარდო სპონაცოლა (რომა)

ნახევარმცველები: ნიკოლო ბარელა (ინტერი), ჯაკომო ბონავენტურა (უგუნდოდ), გაეტანო კასტროვილი (ფიორენტინა), ბრაიან კრისტანტე (რომა), ჟორჟინიო (ჩელსი), რობერტო გალიარდინი (ინტერი), მანუელ ლოკატელი (სასუოლო), ლორენცო პელეგრინი (რომა), სტეფანო სენსი (ინტერი), სანდრო ტონალი (ბრეშა), ნიკოლო ძანიოლო (რომა)

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), ფრანჩესკო კაპუტო (სასუოლო), ფედერიკო კიეზა (ფიორენტინა), სტეფან ელ შაარავი (შანხაი), ჩირო იმობილე (ლაციო), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), მოიზე კინი (ევერტონი), კევინ ლასანია (უდინეზე), რიკარდო ორსოლინი (ბოლონია)

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები 4 სექტემბერს, ფლორენციაში ბოსნიას დაუხვდება, ხოლო 7 სექტემბერს, ნიდერლანდებს ამსტერდამში ესტუმრება.

0.110896