ფეხბურთი

20:34 | 27.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

პეპე რეინა იტალიაში დაბრუნდა

ვეტერანი ესპანელი მეკარე 6-თვიანი პაუზის შემდეგ იტალიაში დაბრუნდა და რომის „ლაციოში“ ითამაშებს. ინფორმაცია რომაული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

რეინამ „არწივებთან“ კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე გააფორმა, ხოლო „მილანთან“ ხელშეკრულება გაწყვიტა.

ესპანელს იტალიაში „ნაპოლის“ ღირსებაც დაუცავს, სხვადასხვა დროს კი „ბარსელონას“, „ვილიარეალის“, „ლივერპულისა“ და „ბაიერნის“ რიგებში უთამაშია, ხოლო ბოლო 6 თვე „ასტონ ვილაში“ გაატარა.

0.111369