ფეხბურთი

20:09 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ევროპა ლიგის გასული სეზონის სიმბოლური შემადგენლობა

უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ევროპა ლიგის 2019/20 წლების სეზონის სიმბოლური 23-კაციანი შემადგელობა დაასახელეს. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელდა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი გამარჯვებულ სევილიას ჰყავს - ექსპერტებმა ესპანური გუნდიდან რვა ფეხბურთელი გამოარჩიეს.

უეფას ვებგვერდის ინფორმაციით, სიმბოლური შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: სამირ ჰანდანოვიჩი ("ინტერი"), იასინ ბუნუ ("სევილია"), კარლ-იოჰან იონსონი ("კოპენჰაგენი");

მცველები: სერხიო რეგილონი, ხესუს ნავასი, ხულეს კუნდე (სამივე "სევილია"), სტეფან დე ვრეი ("ინტერი"), კონორ კოადი ("ვულვზი"), ჯონათან ტა ("ლევერკუზენი");

ნახევარმცველები: ბრუნუ ფერნანდეში, ფრედი (ორივე 'მანჩესტერ იუნაიტედი"), ევერ ბანეგა ("სევილია"), კაი ჰავერცი ("ლევერკუზენი"), ტაისონი ("შახტარი"), ნიკოლო ბარელა, მარსელო ბროზოვიჩი (ორივე "ინტერი"), ფაბიან ფრაი ("ბაზელი");

თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ, ლაუტარო მარტინესი (ორივე "ინტერი"), მარკუს რეშფორდი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ლუკას ოკამპოსი, მუნირი, ლუკ დე იონგი (სამივე "სევილია");

0.122763