ფეხბურთი

17:42 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ვარდიმ "ლესტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ინგლისურმა „ლესტერ სიტიმ“ ჯეიმი ვარდის ახალი კონტრაქტი გაუფორმა. როგორც „მელიების“ ვებგვერდის ცნობით, ინგლისელი გუნდში 2023 წლამდე დარჩება.

ამრიგად, ვარდიმ კონტრაქტი ერთი წლით გაახანგრძლივა, რადგან ძველი ხელშეკრულება 2022 წელს იწურებოდა.

ჯეიმი ვარდი გასულ სეზონში 35 მატჩში გატანილი 23 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ვეტერანი ინგლისელი „ლესტერში“ 2012 წლიდან თამაშობს და 310 შეხვედრაში 130 გოლი გაიტანა, 2016 წელსკი, კლუბის ისტორიულ ჩემპიონობაში დიდი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119813