ფეხბურთი

17:04 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მესის ყოფილი აგენტი: "დარწმუნებული ვარ, ლიონელი სერია A-ში გადავა"

კატალონიის „ბარსელონადან“ მილანის „ინტერში“? მიუხედავად იმისა, რომ არგენტინელს ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ, მესის ყოფილი აგენტი ხოსეპ მარია მინგელა დარწმუნებულია, რომ ის იტალიაში გადავა.

„ვფიქრობ, რომ მესის უკვე ჰყავს კლუბი, „ინტერი“. იტალიაში შედარებით დაბალი გადასახადებია, იქ არის კრიშტიანუ რონალდუც. ჩემი აზრით, მიუხედავად პეპ გვარდიოლასთან და სერხიო აგუეროსთან მეგობრობისა, მისი ინგლისში გადასვლა უფრო რთული იქნება. იტალიაში კი ფეხბურთის გაცოცხლებას დიდი შესყიდვებით ცდილობენ“, - თქვა მინგელამ ესპანურ მედიასთან საუბარში.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2004 წლიდან თამაშობს და 731 მატჩში 634 გოლი გაიტანა, 285-ჯერ კი საგოლე გადაცემა შეასრულა. არგენტინელმა ფეხბურთელმა კლუბიდან წასვლის სურვილი უკვე დააფიქსირა და კლუბს კონტრაქტის გაწყვეტა მოსთხოვა.

0.113295