ფეხბურთი

15:45 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა და "მილანმა" შეთანხმებას მიაღწიეს

ზლატან იბრაჰიმოვიჩი „მილანთან“ ახალ კონტრაქტს გააფორმებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და დღეს შესაძლოა ცნობა ოფიციალურად დადასტურდეს.

„მილანმა“ თანხმობა განაცხადა შვედის მოთხოვნილ პირობებზე, რაც წელიწადში 7 მილიონი ევროს ხელფასს გულისხმობს.

იბრაჰიმოვიჩი „როსონერიში“ 2021 წლის ზაფხულამდე დარჩება. ლეგენდარული შვედი იტალიურ კლუბს გასულ ზამთარს დაუბრუნდა და 20 შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა.

0.119608