ფეხბურთი

12:49 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ფერდინანდი: "გავიგე, რომ მესის ტრანსფერზე ლამპარდი მუშაობს"

ვეტერანი ინგლისელი ფეხბურთელი რიო ფერდინანდი სოციალური ქსელიდან იტყობინება, რომ ლიონელ მესის ტრანსფერზე ლონდონის „ჩელსი“ და პირადად მისი მთავარი მწვრთნელი, ფრენკ ლამპარდი აქტიურობს.

„ახლახან გავიგე, რომ ფრენკ ლამპარდი მესის ტრანსფერზე მუშაობს. ეს თუ გამოვიდა, ლამპსისთვის შესანიშნავი სატრანსფერო ფანჯარა იქნება“, - დაწერა ტვიტერში ფერდინანდმა.

შეგახსენებთ, მესიმ „ბარსელონას“ ხელმძღვანელობას გუნდიდან წასვლის სურვილის შესახებ აცნობა. არგენტინელ ფეხბურთელს ბოლო საათებში ყველაზე აქტიურად „მანჩესტერ სიტის“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108301