ფეხბურთი

2:43 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

რაულის გაწვრთნილმა "რეალის" 19-წლამდე გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მოიგო

ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა მადრიდის „რეალმა“ მოიგო. „სამეფო კლუბის“ 19-წლამდე გუნდმა ფინალში ლისაბონის „ბენფიკა“ დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.

პირველივე ტაიმში მადრიდელებმა სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს, პაბლოს გოლითა და ჟოკუს ავტოგოლით დაწინაურდნენ. მეორე ნახევარსი დასაწყისში გონსალო რამოსმა ლისაბონელები თამაშში დააბრუნა, მაგრამ ერთ წუთში მიგელმა ესპანელების ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. 57-ე წუთზე რამოსმა დუბლი შეასრულა და სხვაობა კიდევ ერთხელ შეამცირა.

„ბენფიკას“ გათანაბრების იდეალური შანსიც ჰქონდა, მაგრამ ტიაგო დანტასმა პენალტი ვერ გაიტანა, მას ესპანელთა მეკარე ლოპესმა აჯობა.

აქვე გეტყვით, რომ მადრიდის „რეალის“ ახალგაზრდული გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეგენდარული რაულ გონსალეს ბლანკოა.

თეგებირაულირეალი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112997