ფეხბურთი

0:30 | 26.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ლიონელ მესის ხუთი ვარიანტი: სად გაგრძელდება არგენტინელის კარიერა?

ლიონელ მესის „ბარსელონადან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ეს იფორმაცია რამდენიმე საათია ყველა გავლენიანმა გამოცემამ გაავრცელა. ახლა იმაზე მიმდინარეობს მსჯელობა, სად გააგრძელებს კარიერას 33 წლის არგენტინელი თავდამსხმელი.

განიხილება „მანჩესტერ სიტის“, პსჟ-სა და „ინტერის“ ვარიანტები,რომელბსაც აქამდეც ახსენებდნენ. თუმცა არაა გამორიცხული ლეომ სხვა გადაწყვეტილება მიიღოს.

„მანჩესტერ სიტი“

პეპ გვარდიოლასა და მესის ურთიერთობა შეიძლება გახდეს მთავარი ფაქტორი, რაც არგენტინელს პრემიერლიგაში გადაიყვანს. ეს არის დუეტი, რომელმაც „ბარსელონაში“ ეპოქა შექმნა.

„ინტერი“

„ინტერზე“ ჭორები დიდი ხანია ვრცელდება და მას შემდეგ დაიწყო, რაც მამამისმა მილანში სახლი შეიძინა. ჯუზეპე მაროტამ ეს ცნობა უარყო, მაგრამ „ნერაძურის“ ყოფილი მეპატრონე მასიმო მორატი დარწმუნებულია, რომ „ინტერს“ შეუძლია მესის დამატება და ახლა საუკეთესო შანსია ამისთვის.

პსჟ

ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ პარიზული კლუბი შემადგენლობის გაძლიერებას აპირებს, რომ გააგრძელოს ზრდა მბაპესთან და ნეიმართან ერთად. მათთან ერთად მესი იქნებოდა ნამდვილი ვარსკვლავური ტრიადა, რაც პარიზელებს ალბათ ნანატრ ტიტულამდე მიიყვანს.

„ნიუელსი“

არგენტინაში დაბრუნება, კლუბში, სადაც ის „ბარსელონაში“ მოხვედრამდე იყო, ალბათ ყველაზე რომანტიკული ნაბიჯი იქნება.

MLS

არ არის გამორიცხული ამერიკის შეერთებული შტატებიც. აღსანიშნავია, რომ ლიონელ მესის „ინტერ მაიამის“ პრეზიდენტ დევიდ ბექჰემთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121125