ფეხბურთი

23:32 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: კონტე "ინტერში" რჩება

ანტონიო კონტე მილანის „ინტერში“ რჩება. იტალიელ სპეციალისტსა და კლუბის ხელმძღვანელობას შორის, მათ შორის პრეზიდენტ სტივენ ჟანგთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარეებმა ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღეს.

როგორც ცნობილია, კონტე უკმაყოფილო იყო გუნდის ხელმძღვანელობის მუშაობით და განსხვავებული შეხედულებები ჰქონდათ მომავალზე, თუმცა დიალოგის შემდეგ ანტონიომ გუნდში დარჩენა გადაწყვიტა და ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ ანტონიო კონტემ „ინტერი“ ერთი წლის წინ ჩაიბარა და გუნდი იტალიის ჩემპიონატში მეორე ადგილზე, ევროპა ლიგაზე კი ფინალში გაიყვანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110078