ფეხბურთი

22:13 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

"რომამ" ესპანელი ფეხბურთელი დაიმატა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა „რომამ“ გამოცდილი ესპანელი ფეხბურთელი პედრო როდრიგესი დაიმატა. აღნიშნული ინფორმაცია „ჯალოროსის“ ვებგვერდმა ოფიციალურად გაავრცელა.

პედრომ „რომასთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

„როგორც იქნა „ჯალოროსი“ ვარ. ძალიან ბედნერი ვარ, რომ ამ დიდი გუნდის ნაწილი გავხდი და ამ მაისურს დავიცავ. მადლობა „რომა“. ენთუზიაზმით ვხვდები ამ ახალ გამოწვევას, მადლობა გულშემატკივრებს და იმედია მათ გავაბედნიერებ“, - თქვა პედრომ.

შეგახსენებთ, რომ პედრო როდრიგესს აქამდე „ბარსელონასა“ და „ჩელსიში“ უთამაშია. კატალონურ გრანდში მან 2007-2015 წლებში 321 შეხვედრაში 99 გოლი გაიტანა, ხოლო ლონდონელთა მაისურით ჩატარებულ 206 თამაშში თავი 43-ჯერ გამოიჩინა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114299