ფეხბურთი

19:47 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის გოლი "ვილემის" წინააღმდეგ (+VIDEO)

ქართველი ფეხბურთელების გიორგი ქვილითაიასა და გიორგი ჩაკვეტაძის „გენტი“ ამხანაგურ შეხვედრაში ტილბურგის "ვილემ II-ს" დაუპირისპირდა და შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

„გენტის“ რიგებში გოლის გატანა გიორგი ჩაკვეტაძემ შეძლო. ახალგაზრდა შემტევმა მეტოქის კარის აღება მე-12 წუთზე მოახერხა.

ბელგიური გუნდის ახალმა მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ აღნიშნულ შეხვედრაში გიორგი ქვილითაიაც ათამაშა. ქართველი ფეხბურთელები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

შეგახსენებთ, რომ „გენტს“ მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდგომ ქულა არ აუღია და ბოლო, მე-18 პოზიციაზე იმყოფება. იუპილერ ლიგაში მე-4 ტურის მატჩს კი 30 აგვისტოს, შინ, "მეხელენის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

0.111482