ფეხბურთი

10:23 | 25.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

მაგუაირს პოლიციელზე თავდასხმაში აღარ ადანაშაულებენ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ კაპიტანს, ჰარი მაგუაირს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდება წვრილმანი ხულიგნობით შეუცვალეს. ასე რომ, პატიმრობა აღარ ემუქრება - გვამცნობს Sky Sports.

შგახსენებთ, რომ მაგუაირი საბერძნეთში, კუნძულ მიკონისზე იმყოფებოდა ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად. ერთ დღესაც ბარში ყოფნისას, გვარიანად შეზარხოშებული ყოფილან, როცა გვერდითი მაგიდიდან მათთვის შეურაცხყოფა მიუყენებიათ. ამტყდარა ჩხუბი. ხმაურზე პოლიციელები შვარდნილან დარბაზში, მაგრამ ფორმები არ ცმიათ. მაგუაირს და მის თანამეინახეებს ესენი ბანდიტური დაჯგუფების წევრები ჰგონებიათ და მათთვისაც კარგად უთავაზებიათ. ხუთი კაცი ძლივს აკავებდა მაგუაირსო - ყვებიან თვითმხილველები. ცხადია, ყველა პოლიციაში წაიყვანეს.

თავიდან მაგუაირს პოლიციელზე თავდასხმაში და მოსყიდვის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, ორი დღე საკანშიც აყურყუტეს. მაგრამ შემდეგ ბრალდება შეუცვალეს და ახლა მხოლოდ წვრილმან ხულიგნობას ედავებიან. ცხადია, ის სოლიდურ ჯარიმას გადაიხდის.

„მანჩესტერში“ მისთვის კაპიტნობის ჩამორთმევაზე მსჯელობენ, ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, გარეთ საუთგეიტმა კი განაცხადა, რომ ჯერ კარგად გაარკვევს რა მოხდა და შემდეგ გადაწყვეტს, გამოიძახოს თუ არა ფეხბურთელი ერთა ლიგის უახლოესი სანაკრებო მატჩებისთვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116565