ფეხბურთი

21:22 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ნიკა ნინუა "ბეშითქაშთან" არ ითამაშებს

სალონიკის პაოკ-ი ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე სტამბოლის „ბეშიქთაშს“ ნიკა ნინუას გარეშე დაუპირისპირდება.

ბერძნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა აბელ ფერერიამ ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ შეიყვანა - მიზეზი ჩვენებურის ფორმაში არყოფნაა.

შეგახსენებთ, ნიკა ნინუა პაოკ-ს რამდენიმე დღის წინ 4-წლიანი კონტრაქტით შეუერთდა. ჩვენებური გუნდთან ერთად ვარჯიშობს და სალონიკელები „ბეშიქთაშს“ 25 აგვისტოს შეხვდებიან.

0.118216