ფეხბურთი

18:17 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი: "გვინდა შედეგები გავაუმჯობესოთ"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა ჰანს-დიტერ ფლიკის, რობერტ ლევანდოვსკისა და თომას მიულერის შესახებ ისაუბრა. გარდა ამისა, ბოსნიელმა კლუბის სამომავლო მიზნებზე გააკეთა კომენტარი.

„ფლიკი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ის ამას ამტკიცებს. მას შემდეგ, რაც იგი დაბრუნდა, ძალიან ბევრი იმუშავა. დაუყოვნებლივ უჩვენ ფეხბურთელებს დიდი თანადგომა და შემოგვთავაზა აგრესიული და სანახაობრივი თამაში. გუნდი იმსახურებდა თასს და ყველანი ნამდვილად ბედნიერები ვართ.

ლევანდოვსკი ჩემთვის „ოქროს ბურთის“ გამარჯვებულია. მსოფლიოში მასზე ძლიერი ბევრი ფეხბურთელი არაა, ნამდვილი პროფესიონალია და იმსახურებს ყველა მიღწევას. მართალია, რომ თანაგუნდელები ძალიან დაეხმარნენ ყველა გოლის გატანაში, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში მისი წვლილი ფუნდამენტური იყო.

მას შემდეგ, რაც ფლიკი მოვიდა, თომას მიულერი პროექტის ცენტრში ისევ აღმოჩნდა. ნოემბრიდან მან უამრავი გოლი გაიტანა და საგოლე პასი შეასრულა. სეზონი საოცრად დაასრულა. ჩვენთვის ფუნდამენტური ფეხბურთელია.

„ბაიერნის“ პროექტი? გავაგრძელებთ ამ წლებში შედგენილ ხაზს. კომანი, დევისი და სხვები - ნიჭიერი ახალგაზრდების შერწყმა სენატორებთან ჩვენი მიზანია. გვყავს შემადგენლობაში, რომელსაც ჯერ კიდევ დიდი პოტენციალი აქვს და რომელსაც შეუძლია გააგრძელოს გამარჯვება მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში. გვინდა გავიმეოროთ და გავაუმჯობესოთ შედეგები მომდევნო სეზონში. ეს ადვილი არ იქნება, მაგრამ ვეცდებით“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109346