ფეხბურთი

16:27 | 24.08.2020 | ნანახია [] - ჯერ

ტიაგო სილვამ პსჟ დატოვა: "ჯერ არცერთ გუნდთან შეთანხმებული არ ვარ"

ტიაგო სილვამ „პარი სენ ჟერმენი“ დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. ბრაზილიელისთვის პარიზულ გუნდში ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალი აღმოჩნდა მიუნხენის „ბაიერნთან“.

„ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო პსჟ-ში. დამწუხრებული ვარ და მომავალში დავბრუნდები სხვა როლში. მინდა 3-4 წელი კიდევ ვითამაშო, ვიყო ბრაზილიის ნაკრების წევრი და 2022 წლის მუნდიალზე ყატარში ვიასპარეზო.

ჯერჯერობით არცერთი შეთავაზება არ მიმიღია. ინფორმაცია, რომ თითქოს, „ფიორენტინას“ შევუთანხდი, სიმართლე არაა. ჩემი აგენტი საუბრობს „ფიორენტინასთან“, ისევე როგორც სხვა გუნდებთან. გადაწყვეტილებას მომდევნო დღეებში ჩემს ოჯახთან ერთად მივიღებ“, - თქვა ტიაგო სილვამ.

შეგახსენებთ, რომ ტიაგო სილვა პსჟ-ს ღირსებას 2012 წლიდან იცავდა და 315 მატჩში 17 გოლი გაიტანა. ბრაზილიელ ფეხბურთელს „ფიორენტინასა“ და ლონდონის „ჩელსის“ უკავშირებენ. ბოლო ცნობებით, ინგლისური გუნდი ძალიან ახლოსაა 35 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან და მხარეებ შორის 2-წლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110732